ახალი ამბებიეკონომიკა

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 145%-ით გაიზარდა

17 მაისი, 2021 • 1246
აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 145%-ით გაიზარდა

2021 წლის აპრილში საქართველოში 194.1 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც 145.4%-ით მეტია გასული წლის აპრილთან შედარებით.

გასულ წელს ევროპის ბევრ ქვეყანაში და მათ შორის იმ ქვეყნებში, საიდანაც საქართველოში ფულს აგზავნიან, სრული “ლოქდაუნი” იყო გამოცხადებული. მეტიც, 2020 წელს აპრილში გზავნილების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2020 წლის აპრილში 79.1 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

2021 წლის მარტთან შედარებით გზავნილების მოცულობა დაახლოებით 3%-ით, 5.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა აპრილში.

81.33 მლნ აშშ დოლარით ევროკავშირის ქვეყნებს მთლიან გზავნილებში თითქმის 42% უკავიათ. აპრილში ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა, 33.35 მლნ აშშ დოლარი რუსეთიდან შემოვდა, ზრდა წინა წლის აპრილთან შედარებით 154%-ს აჭარბებს. ევროკავშირის ქვეყნებიდან კვლავ იტალია იკავებს პირველ ადგილს 31.73 მლნ აშშ დოლარით, შემდეგ საბერძნეთი მოდის 21.75 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: ეროვნული ბანკი

2021 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.8 მლნ აშშ დოლარი (88.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის აპრილის (10 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 157.6%-ით მეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი