ახალი ამბები

გადაარჩინეს, ემხობოდა რეჟიმი — ნათელაშვილი პარლამენტში შესულ ოპოზიციაზე

13 მაისი, 2021 • 2054
გადაარჩინეს, ემხობოდა რეჟიმი — ნათელაშვილი პარლამენტში შესულ ოპოზიციაზე

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ “ქართული ოცნების” ხელისუფლება “დამხობას” გადაარჩინა. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციის” ეთერში ისაუბრა.

“ქოცები ვერ გაუკეთებდნენ ივანიშვილს იმ სიკეთეს, რაც ამათ გაუკეთეს. გადაარჩინეს, ემხობოდა რეჟიმი. მალე [ენტონი] ბლინკენი და [ჯო] ბაიდენი გამოვიდოდნენ და ეტყოდნენ, დანიშნე ახალი არჩევნები, შე შობელძაღლოო. დაახლოებით ასე, ქართულად რომ ვთქვათ”, — თქვა მან.

ნათელაშვილმა ოპოზიციის ეს ნაწილი “ქოცებად” მოიხსენია. მათ შორის, მან დაასახელა “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი” და ალეკო ელისაშვილი.

ამავე გადაცემაში ნათელაშვილმა ამომრჩეველი გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველოს საზოგადოების 80%-სგან “არაფერი გამოვა”.

საზოგადოების 80% არის ყველა უბედურების სათავე… მათგან არაფერი გამოვა — ნათელაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.