ახალი ამბები

სამნიძის თქმით, პარტიულ საპარლამენტო ფრაქციაში არ გაწევრიანდება

13 მაისი, 2021 • 838
სამნიძის თქმით, პარტიულ საპარლამენტო ფრაქციაში არ გაწევრიანდება

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ პარტიულ საპარლამენტო ფრაქციაში არ გაწევრიანდება. თუმცა, მისი თქმით, განიხილავს ისეთ ფრაქციაში შესვლას, რომელიც კონკრეტული მიზნისთვის შეიქმნება და პარტიული არ იქნება.

“მე ვარ ამ ეტაპზე დამოუკიდებელი დეპუტატი, წარმოვადგენ რესპუბლიკურ პარტიას პარლამენტში. დღეს სხვა ფრაქციის შექმნის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, შეიქმნება უფრო მეტი ოპოზიციური ფრაქცია. ეს არის სერიოზული ინსტრუმენტი კონკრტეული მიზნების განსახორციელებლად “ქართული ოცნებისთვის” ოპონირების გასაწევად გაერთიანებული ძალებითა და კოორდინაციით. ჩვენ ეს სამუშაო გვაქვს პარლამენტში შესასრულებელი. მე არ შევალ ფრაქციაში, რომელიც იქნება პარტიული. თუ იქნება კონკრეტული შესაძლებლობა კონკრეტული მიზნისა და შარლ მიშელის დოკუმენტის განხორციელებისთვის, პირველ რიგში, შეიქმნას ფრაქცია კონკრეტული მიზნებით, რა თქმა უნდა, განვიხილავ ასეთ ფრაქციაში ყოფნას. ამას სჭირდება კონსულტაციები და მსჯელობა”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ფრაქციის შექმნისთვის საჭიროა 7 დეპუტატი. ლელოს 4-მა წევრმა, სალომე სამადაშვილმა, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შვაგულიძემ დღეს ფრაქცია ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის დააფუძნეს. ფრაქციის ჩამოყალიბების გეგმა “სტრატეგია აღმაშენებელსაც” აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი