ახალი ამბები

“ომბუდსმენი არის იდეოლოგიური ორგანიზაცია და იცავს შერჩევით” – მეუფე სტეფანე

12 მაისი, 2021 • 1860
“ომბუდსმენი არის იდეოლოგიური ორგანიზაცია და იცავს შერჩევით” – მეუფე სტეფანე

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ უშვებენ სახალხო დამცველის წარმომადგენელს ნინოწმინდაში არსებულ სკოლა-პანსიოში, ჭყონდიდის ეპისკოპოსი სტეფანე პასუხობს, რომ “ბავშვებთან ომბუდსმენისა და მისი წარმომადგენლის შეშვება არ შეიძლება, მათივე ღირებულებების გამო.”

“ის ღირებულებები, რომელსაც ომბუდსმენი და მისი წარმომადგენელი ატარებენ, მათი ბავშვებთან შეშვება არ შეიძლება, ასე ამბობს მეუფე. გარკვეულწილად მე მას ამ საკითხში ვეთანხმები.

არის რაღაცები, რაც არის იდეოლოგიური საკითხები და იდეოლოგიური საკითხები სკოლებში, ბავშვებში და ასე შემდეგ, კომუნისტების მიმართებაში მიუღებლად მიმაჩნდა იდეოლოგიური წნეხი სკოლაზე და ნებისმიერ დაწესებულებაზე. ასეთივე წნეხი ხორციელდება პირადად ამ ომბუდსმენის მიერაც.

ომბუდსმენის მონიტორინგი არ არის აუცილებლობა. სახელმწიფო ორგანოები არსებობენ, რომელთა შეშვებაც ხდება და მონიტორინგიც. ომბუდსმენი, როგორც თვითონ პიროვნება და ზოგადად, რასაც თვითონ ახორციელებს, არის პოლიტიკური, იდეოლოგიური ორგანიზაცია, რომელიც იცავს შერჩევით. არა ყველა ადამიანის უფლებას, არამედ შერჩევით იცავს ადამიანის უფლებებს, როგორც თავად აწყობს”, – განაცხადა ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა.

მიტროპოლიტი სტეფანეს განცხადებით, “ის თავდასხმა, რაც მის ეპარქიაზე მოხდა, რომ მოხდარიყო სხვა რელიგიურ ორგანიზაციაზე, აუცილებლად იქნებოდა ერთი ამბავი და აჭრელებული ყველაფერი, ამ შემთხვევაში კი მათზე თავდასხმა არაფერია”.

მისივე თქმით, ეკლესიის წარმომადგენელთა პოზიცია ომბუდსმენის წარმომადგენლის სკოლა-პანსიონში არშეშვებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია არავის აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს, მათ შორის, სახალხო დამცველს.

მიმდინარე წლის 16 აპრილს სახალხო დამცველის ოფისმა განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებში მყოფი “ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში” ომბუდსმენის წარმომადგენლები არ შეუშვეს.

პანსიონატთან დაკავშირებით ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა. აღნიშნული საჩივარი არაერთ პრობლემურ საკთხს მოიცავს და მისი განხილვა, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს. სანამ დავა დასრულდება, გაერომ საქართველოს ხელისუფლებას დროებითი ღონისძიების სახით, პანსიონატის მონიტორინგის უზრუნველყოფა დაავალა.

PHR: გაერომ მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა

მასალების გადაბეჭდვის წესი