ახალი ამბები

“შეფერხება უმოკლეს დროში აღმოიფხვრება” – NCDC სინოფარმის მეორე დოზის რეგისტრაციის შესახებ

12 მაისი, 2021 • 1433
“შეფერხება უმოკლეს დროში აღმოიფხვრება” – NCDC სინოფარმის მეორე დოზის რეგისტრაციის შესახებ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადების თანახმად, იმუნიზაციისთვის შექმნილ პორტალ booking.moh.gov.ge-ზე შეიქმნა დროებითი შეფერხება, რომელიც მალე აღმოიფხვრება.

“აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება, რომელიც უმოკლეს დროში აღმოიფხვრება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დამატებით იქნება მოწოდებული.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის და ყველა მოქალაქე შეუფერხებლად შეძლებს მეორე დოზით აცრის დაჯავშნას მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში”, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 12 მაისს, 20:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია “სინოფარმის” მიერ წარმოებული ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად, თუმცა ამ დრომდე მოქალაქეთა დიდი ნაწილი პორტალზე რეგისტრაციას ვერ ახერხებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი