ახალი ამბები

ისრაელში სარაკეტო თავდასხმისას საქართველოს მოქალაქე დაშავდა — სამინისტრო

12 მაისი, 2021 • 1218
ისრაელში სარაკეტო თავდასხმისას საქართველოს მოქალაქე დაშავდა — სამინისტრო

ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაშავდა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების თანახმად, შემთხვევა თელ-ავივის სამხრეთით, ქალაქ ხოლონში მოხდა. მოქალაქემ “მსუბუქი დაზიანება მიიღო”.

“მას პირველადი დახმარება გაეწია სტაციონარში, ამჟამად გამოწერილია სტაციონარიდან. საელჩო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება საქართველოს მოქალაქესთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, — აღნიშნავს სამინისტრო.

ისრაელსა და ღაზას შორის ბოლო წლებში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე დაპირისპირებას, სულ მცირე, 59 ადამიანი ემსხვერპლა.

ღაზაში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ისრაელის ქალაქების მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს, ისრაელი კი მასობრივ საჰაერო იერიშებს განაგრძობს. ამასთან, 11 მაისის ღამით არეულობა იყო ისრაელის რიგ ქალაქებში, ადგილობრივი არაბი მოსახლეობის დემონსტრაციების ფონზე.

ვრცლად:

შეტაკებები იერუსალიმში და მსხვერპლი ღაზაში: როგორ ვითარდებოდა მოვლენები

მასალების გადაბეჭდვის წესი