ახალი ამბები

არ გახვიდეთ ქუჩებსა და აივნებზე – საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს აფრთხილებს

11 მაისი, 2021 • 3252
არ გახვიდეთ ქუჩებსა და აივნებზე – საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს სარაკეტო თავდასხმების შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქუჩებსა და აივნებზე გასვლისგან.

„მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან ! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

დაბეჯითებით ვაფრთხილებთ ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ❗❗

მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის…

Posted by Georgia in Israel საქართველო ისრაელში on Monday, 10 May 2021

10 მაისს იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში, ალ-აკსას მეჩეთის მიმდებარედ, მძიმე შეტაკებები მოხდა პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის, რის შემდეგაც ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. ისრაელის საპასუხო ცეცხლს მსხვერპლი მოჰყვა.

გარეკანი ფოტო: სარაკეტო ცეცხლი ღაზადან იერუსალიმისკენ. ფოტო: EPA-EFE/MOHAMMED SABER

წაიკითხეთ ვრცლად:

შეტაკებები იერუსალიმში და მსხვერპლი ღაზაში: როგორ ვითარდებოდა მოვლენები

მასალების გადაბეჭდვის წესი