ახალი ამბები

მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესია ჩვენ ვართ და არა 2-3 კაცი, რომელიც პატრიარქს ლანძღავს

10 მაისი, 2021 • 814
მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესია ჩვენ ვართ და არა 2-3 კაცი, რომელიც პატრიარქს ლანძღავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე ჟურნალისტებთან განმარტავს, თუ რატომ მოუწოდა მრევლს, ბზობის დღესასწაულზე სალხინოს ეკლესიაში წირვაზე მისულიყვნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მიტროპოლიტის თქმით, მან მრევლს მოუწოდა წირვაზე მისვლა და სწორედ ეს ხალხი წარმოადგენს ეკლესიას:

“მე რატომ მოვუწოდე წირვაზე მოსვლა?! იმიტომ, რომ როდესაც საუბარია, თითქოს ორი მხარე ვართ, მე მრევლს მოვუწოდე მოსულიყო ბზობაზე და არა მხარედ. რომ დაენახათ ეკლესია, აი, ხალხია – ის არის განდგომილთა ჯგუფი. მათ შორის კონტრასტი უდიდესია. ისინი ჩხუბობენ და 2000 კაცი მოვიდა და ლოცულობს.

ეს ხალხი ჩამოვიდა, რომ ეკლესია ჩვენ ვართ და არა ეს 2-3 კაცი, რომელიც პატრიარქს არ იხსენიებს და ლანძღავს წმინდა სინოდს. მე ადგილობრივ მოსახლეობასაც იმიტომ არ მოვუწოდე, რომ მათი მოსვლა და შეხლა-შემოხლა ცუდი იქნებოდა. მე მარტო მივდიოდი ხოლმე, მლანძღავდნენ, მაგინებდნენ. ამ შემთხვევაში მოვიდა ის ხალხი, ეს ვართ ეკლესია და ეკლესია მოვედით, რომ დავესწროთ წირვას” ,- ამბობს მიტროპოლიტი.

25 აპრილს ჭყონდიდის ეპარქიაში დაძაბულობა იყო. სალხინოს ეკლესიასთან პერიოდულად მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურადაც უპირისპირდებიან ხოლმე.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განდევნილი მღვდლების მრევლი და მხარდამჭერები მივიდნენ. ტაძართან მყოფი სასულიერო პირები და მოქალაქეები ასევე ამბობენ, რომ დაძაბულობა ადგილობრივი ბიზნესმენის – კლიმენტი კეკუტიას გამოჩენამაც გამოიწვია.

მარტვილის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი