ახალი ამბები

იპოვეს კაცის ცხედარი, რომელიც ნამოხვანში, რიონში გაუჩინარდა

9 მაისი, 2021 • 1201
იპოვეს კაცის ცხედარი, რომელიც ნამოხვანში, რიონში გაუჩინარდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმეკვირიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მოქალაქის ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებული და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია.

საძიებო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი და 15 ნავი. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა.

თვითმხილველების ცნობით, ახალგაზრდა კაცი რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მმოწინააღდმეგე აქტივისტებთან აპრილის დასაწყისში ჩავიდა, დაახლოებით, 3-4 დღის შემდეგ, 10 აპრილს, მდინარეში გადახტა.

გამოძიება თბითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი