ახალი ამბები

მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, ეს იქნება გამოსასყიდი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან – ბოტკოველი

7 მაისი, 2021 • 1465
მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, ეს იქნება გამოსასყიდი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან – ბოტკოველი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ენმ-ს თავმდჯომარე ნიკა მელია ევროკავშირის გირაოზე თანახმაა. ამის შესახებ მან დღეს, 7 მაისს, ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მელია ძალიან მალე გათავისუფლდება.

“ის თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, მაგრამ ეს არ არის გირაო, ეს იქნება გამოსასყიდი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტიკური პატიმრის და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე მოხდება და ნიკა მელია თავისუფალი იქნება”, — განაცხადა ბოტკოველმა.

მანამდე, ნიკა მელიამ საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ მზადაა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდეს, თუ მოხდება ამნისტიის კანონის გაწვევა, რომელიც შეთანხმების ფარგლებში ხელმომწერმა პარტიებმა და ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს და შეეხება 20 ივნისის საქმეებს.

გაითხოვეთ ამნისტია და დავთანხმდები EU-ს შემოთავაზებულ გირაოს — მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი