ახალი ამბებირეკლამა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობა დასრულდა

7 მაისი, 2021 • 960
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობა დასრულდა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობა დასრულდა და მოედანი ეროვნული ლიგის, დინამო ბათუმისა – დინამო თბილისის მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.

მინდვრის საფარი მოწყობა ბრიტანულმა წამყვანმა კოპანიამ „Sispitches“-მა უზრუნველყო კომპანია ანაგის სახსრებით.

მინდვრის ჰიბრიდული საფარი თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ საფართან ერთად მოეწყო. მისი სიმტკიცე რამდენიმეჯერ გაზრდილ ცვეთამდეგობისა და კილიმატური პირობების მიმართ მდგრადობას უზრუნველყოფს.

მოედნის ჰიბრიდული მინდვრის საფარი გამოყენებულია ისეთ ცნობილ სტადიონებზე როგორებიცაა: მილანის „სან სირო” და ბარსელონას „კამპ ნოუ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი