ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, ცოლ-შვილზე ძალადობაში ბრალდებული კოდუა გირაოთი გამოუშვეს

6 მაისი, 2021 • 1376
ადვოკატის თქმით, ცოლ-შვილზე ძალადობაში ბრალდებული კოდუა გირაოთი გამოუშვეს

კუდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმა, ცოლსა და შვილზე ძალადობაში ბრალდებული ბიზნესმენი დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კოდუას დაკავების შესახებ ინფორმაცია 2021 წლის 12 აპრილს გავრცელდა. ის ოჯახში ძალადობის მუხლით დააკავეს. კოდუას ედავებიან ცოლის და ქალიშვილის მიმართ ძალადობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას ითვალისწინებს.

6 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოდუასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, გასაჩივრების შემდეგ შეცვალეს 10 000-ლარიანი გირაოთი.

ინფორმაციას კოდუას ადვოკატი, მუხრან ღურწკაია ადასტურებს ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი