ახალი ამბები

თუ დავინახე, რუსეთისკენ მიგვათრევენ, მეორე ადგილზე ვეღარ გავა, დღეს რაც ოპოზიციაა – ეპისკოპოსი იაკობი

6 მაისი, 2021 • 1971
თუ დავინახე, რუსეთისკენ მიგვათრევენ, მეორე ადგილზე ვეღარ გავა, დღეს რაც ოპოზიციაა – ეპისკოპოსი იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ევროკავშირის გირაოს უნდა დათანხმებოდა. ამის შესახებ მან დღეს, 6 მაისს, განაცხადა.

მისი თქმით, მელია 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიასაც უნდა დათანხმებოდა, რადგან 2019 წლის 20 ივნისის ღამეს აქციაზე განვითარებული მოვლენები სწორედ ენმ-ის და “ევროპული საქართველოს” წევრების მისვლით იყო გამოწველი.

“ახლა ხომ სასაცილო სიტუაციაა. ისინი როცა უხდიდნენ, უხდიდნენ. ახლა უნდა წახვიდე და ეხვეწო, გადამიხადეო, რომ გამოვიდეო. ან ამნისტიით გამოსვლა რომ არ გინდა, სხვებიც გამოუშვან, რა. შენც ხომ იყავი ერთ-ერთი. “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” რომ არ მისულიყო იმ მიტინგზე, ახალგაზრდები აბსოლუტურად სხვანაირად წაიყვანდნენ და დღეს შეიძლება ქვეყანაში სხვა რეალობა ყოფილიყო. სადაც მიდიან, მიტინგებს აჩენენ, 50 ათასი კაცი გააქრეს, თავისები დაიყენეს და კარგად შეხედეთ, ქართული ძალაა მთლიანად? მე მაინც ვიცი, ვინ ვინ არის პიროვნულად. რომელიმე ქართული ძალა ახლა აპირებს, რომ რამე შექმნას?”— აცხადებს ეპისკოპოსი იაკობი.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციამ “ქვეყანა აურია” და “თუ არ მოისვენებენ”, არჩევნებზე მათ ადგილს ის ძალა დაიკავებს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერა ექნება. თუმცა ეპისკოპოსი არ აკონკრეტებს, რომელი ძალის მხარდაჭერას აპირებენ.

“ჩაატარონ[აქციები] და ხალხს საჭმელი მიეცემათ მაგით და რა ჰგონიათ, მოვლენ? მე ადრეც ვუთხარი, თუ დავინახე, რომ ასე რუსეთისკენ მიგვათრევენ, დავუჭერთ იმ ძალებს მხარს და გავამარჯვებინებთ, მეორე ადგილზე ვეღარ გავა, დღეს რაც ოპოზიციაა. ვისაც ვგულისხმობ, ნახავთ, რატომ უნდა ვთქვა ახლა. ისეთები იქნებიან, გაიმარჯვებენ. მთავრობას ყოველთვის აქვს საშუალება, არჩევნებში მინიმუმ 30% აიღოს, დანარჩენი რამდენს აიღებს, დაუთვალეთ ხმები და თუ არ მოისვენებენ, მიიღებენ მაგას. იმიტომ, რომ ძალიან აურიეს ქვეყანა. ვის რა გაუკეთებია, რა გმირები ეგენი არიან, ომში იბრძოდნენ თუ 2008- ში არ გარბოდნენ ქვეყნიდან? არ გეგონოთ, ზოგადად, პარლამენტის შემადგენლობა მომწონდეს, მაგრამ რაც ერი ვართ, იმას ვირჩევთ ხოლმე. მთელმა ერმა ხომ არ აირჩია”, — განაცხადა იაკობმა.

ის ასევე გამოეხმაურა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკურ გეგმებს და თქვა, რომ მას მესამე ძალად არ მოიაზრებს.

“მითხარით, დადებითი რა გააკეთა. თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს. შეიძლება “ლელოს” და “სტრატეგია აღმაშენებლის” კონკურენტი გახდეს 3-4%-ის ფარგლებში. 200 ათასს “ლაიქს” ვინც უკეთებდა, თქვენც კარგად იცით, ვნახეთ, ზურგს უკან ვინ უდგანან. სხვათა შორის, მაგასთან ერთად ვინც დგანან, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხალხია”, — განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი