ნეტგაზეთი | ენტონი ბლინკენი: აშშ უპასუხებს რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს ენტონი ბლინკენი: აშშ უპასუხებს რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს – Netgazeti
RU | GE  

ენტონი ბლინკენი: აშშ უპასუხებს რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი უპასუხებს რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს. მან ამის შესახებ BBC-სთან განაცხადა.

ბლინკენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ფოკუსირებულია ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული მოვლენები, ამერიკული კომპანია “სოლარ ვინდსზე” კიბერთავდასხმა და საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა.

“ჩვენ ვისურვებდით უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობებს რუსეთთან”, — განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანი დიდ ბრიტანეთში G7-ის სამიტში მონაწილეობის მიზნით იმყოფებოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აპრილის თვეში უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირების დროს განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ მარტო არ აღმოჩნდებოდა. მანამდე ბაიდენმა ასევე თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მკვლელია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ზურაბ მენაღარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან მობ: +995 574131276; ელ-ფოსტა: zmenaghare@gmail.com