აშშ აცხადებს, რომ ატლანტის ოკეანეში დააკავა რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელიც ვენესუელის ნავთობთანაა დაკავშირებული.
ბიბისი ავრცელებს აშშ-ის ევროპული სარდლობის განცხადებას, რომლის მიხედვითაც დაკავება მოხდა აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, მას შემდეგ, რაც მას თვალყურს ადევნებდა აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ ამ ტანკერის ესკორტისთვის, რომელსაც აშშ-ს აედევნა, რუსეთმა სამხედრო-საზღვაო ხომალდები გააგზავნა .
ბიბისის ცნობით, ამ გემის დაკავებას აშშ-ის სანაპირო დაცვა გასულ თვეშიც ცდილობდა კარიბის ზღვაში. მათ ჰქონდათ გემის დაკავების ორდერი აშშ-ის სანქციების დარღვევისა და ირანული ნავთობის ტრანსპორტირების ბრალდებით, თუმცა გემმა მკვეთრად შეიცვალა კურსი, ასევე გადაირქვა სახელი [Marinera დაერქვა “Bella 1” ნაცვლად ] და რუსული დროშის ქვეშ გადავიდა.