ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი უპასუხებს რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს. მან ამის შესახებ BBC-სთან განაცხადა.
ბლინკენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ფოკუსირებულია ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული მოვლენები, ამერიკული კომპანია “სოლარ ვინდსზე” კიბერთავდასხმა და საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა.
“ჩვენ ვისურვებდით უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობებს რუსეთთან”, — განაცხადა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანი დიდ ბრიტანეთში G7-ის სამიტში მონაწილეობის მიზნით იმყოფებოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აპრილის თვეში უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირების დროს განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ მარტო არ აღმოჩნდებოდა. მანამდე ბაიდენმა ასევე თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მკვლელია.
