ნეტგაზეთი | 20-მდე დეპუტატი “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა 20-მდე დეპუტატი “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა – Netgazeti
RU | GE  

20-მდე დეპუტატი “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.

20-მდე დეპუტატებს იმუნიზაცია ჩინური წარმოების “სინოფარმის” ვაქცინით ჩაუტარდათ. ვაქცინაციის პროცესს ესწრებოდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

დეპუტატებს შორის, რომლებიც დღეს “სინოფარმის” ვაქცინით აიცრნენ, არიან ნინო წილოსანი, თამარ ტალიაშვილი, ელისო ბოლქვაძე, რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, დავით კაჭარავა, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი ხელაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, შოთა ხაბარელი და ა.შ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, პარლამენტის წევრების ვაქცინაცია გაგრძელდება და იმუნიზაციას ჩაიტარებენ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციური პარტიების დეპუტატები.

როგორ დავრეგისტრირდეთ კორონავირუსის ვაქცინაზე — დეტალური ინსტრუქცია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.