ახალი ამბები

შეთანხმების შესასრულებლად ნაბიჯები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაიდგას – ჰარცელი

5 მაისი, 2021 • 1032
შეთანხმების შესასრულებლად ნაბიჯები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაიდგას – ჰარცელი

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის თქმით, მნიშნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესასრულებლად ნაბიჯები რაც შეიძლება სწრაფად გადაიდგას. ამის შესახებ მან დღეს, 5 მაისს, პარლამეტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დისკუსიები პარლამენტში მიდიოდეს. ამ მიმართულებით წინ მივდივართ. ეს არის 19 აპრილის შეთანანხმების ნაწილი. ამ ეტაპზე არ გავაკეთებ კომენტარს ორ სხვადასხვა კანონპროექტზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუშაობით და დისკუსიით პარლამენტში პარტიებს შორის მივიდეთ მაქსიმალურად ახლოს საერთო გაგებამდე, რომ ნაბიჯები წინ რაც შეიძლება სწრაფად გადაიდგას”, — განაცხადა კარლ ჰარცელმა.

რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა ევროკავშირი მზად ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს გადახდისთვის, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ამ თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

“ეს ყველა საკითხი განიხილება და ვნახავთ, რა მოხდება მომდევნო დღეებში. ჩვენ დავაკვირდებით [პროცესებს], რათა დავრწმუნდეთ, რომ იდგმება პირველი ნაბიჯები შეთანხმების იმპლემენტაციაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, — განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი