ახალი ამბები

ივერი მელაშვილს და “მთავარის” ჟურნალისტებს გარეჯში თავს დაესხნენ -ადვოკატი

4 მაისი, 2021 • 1830
ივერი მელაშვილს და “მთავარის” ჟურნალისტებს გარეჯში თავს დაესხნენ -ადვოკატი

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს და “მთავრი არხის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა დაუდასტურა.

მარიკაშვილის თქმით, ივერი მელაშვილი ჟურნალისტებთან ერთად გადაღებაზე დავითგარეჯაში იმყოფებოდა, რა დროსაც მათ თავს დაესხნენ უცნობი პირები, რომლებმაც მელაშვილს სიტყვიერი, გადამღებ ჯგუფს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადვოკატის თქმით, სავარაუდოდ, თავდამსხმელები ადგილობრივი სასულიერო პირები იყვნენ:

“ვიზუალური აღქმით იყვნენ სასულიერო პირები, შეიძლება, ადგილობრივი. იმის დადასტრუება, თუ ვინ იყვნენ, არ შემიძლია. ივერიმ როგორც მითხრა, ფიზიკურად არ შეხებიან, თუმცა ჟურნალისტებს, როგორც ვიცი, შეეხნენ. პოლიცია გამოიძახეს და ელოდებიან ამ წუთებში მისვლას. როგორც ჩემთვის ცნობილია, პოლიციის გმაოძახების შემდეგ წავიდნენ ის პირები” ,- ამბობს მარიკაშვილი “ნეტგაზეთთან”.

 

“მთავარი არხი” გარჯში მათ ჟურნალისტებსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

ვრცლად წაიკითხეთ: https://netgazeti.ge/news/539824/

Posted by Netgazeti on Tuesday, 4 May 2021

მასალების გადაბეჭდვის წესი