დღეს, 4 მაისს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული “სპუტნიკით” ვაქცინაცია დაიწყო.
ოსური მედიის ცნობით, პირველი ადამიანი, ვინც ვაქცინა გაიკეთა, ჟურნალისტი კოსტა კოშტეა.
სააგენტო რეს-ის ცნობითვე, ვაქცინაციის ყველა მსურველს ექიმები უმოწმებენ სატურაციას, წნევას, ერთი დღით ადრე კი ყველა საჭირო კვლევას გადიან.
როგორც ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი, ექიმი თამარ სანაკოევა ამბობს, ოცი მსურველი ადამიანიდან მხოლოდ 6-ს არ აღმოაჩნდა ანტისხეულები, შესაბამისად, მხოლოდ 6-ს აცრიან.
სამხრეთ ოსეთში ვაქცინის გაკეთება შეუზღუდავად შეუძლია 18 წელს ზემოთ ყველა მოქალაქეს, თუმცა, პირველ რიგში, ოფიციალური ცნობით, აცრიან სამედიცინო პერსონალსა და განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, სპუტნიკს V-ის 6500 დოზა ჩაიტანეს აფხაზეთშიც.