“აღარ გვჯერა, რომ როგორც წყვილი, შეგვიძლია ერთად გავიზარდოთ”, – აცხადებენ ბილ და მელინდა გეიტსები, რომლებმაც განაცხადეს, რომ 27- წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინება გადაწყვიტეს.
მათ ერთნაირი და მოულოდნელი მესიჯი გამოაქვეყნეს ტვიტერზე, სადაც გაყრის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე წერენ.
— Bill Gates (@BillGates) May 3, 2021
ბილ გეიტსი მაიკროსიფტის დამფუძნებელი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მან მელინდასთან ერთად დააარსა ფონდი, რომელსაც ერთად მართავენ. ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი ერთ-ერთი უდიდესია, რომელიც ჯანდაცვის და დაავადებების პრევენციის მიმართულებით მუშაობს. ფონდმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მილიონობით დოლარი გამოყო.
— Melinda French Gates (@melindagates) May 3, 2021
ორშაბათს, განქორწინების შესახებ გამოქვეყნებულ ცნობაში წყვილი წერს, რომ ისინი კვლავ ერთად გააგრძელებენ ფონდის მართვას.