ახალი ამბები

“მიკროჩიპებთან კავშირი არ მქონია, თეორიები იმდენად სულელურია, უარყოფაც ჭირს” – გეიტსი

4 ივნისი, 2020 • 1910
“მიკროჩიპებთან კავშირი არ მქონია, თეორიები იმდენად სულელურია, უარყოფაც ჭირს” – გეიტსი

“მაიკროსოფტის” დამფუძნებელი მილიარდერი ბილ გეიტსი უარყოფს და აბსურდულს უწოდებს ვაქცინებთან დაკავშირებულ კონსპირაციულ თეორიებს იმის შესახებ, რომ თითქოს ისინი ადამიანების სხეულში მიკროჩიპების განსათავსებლად და მათი კონტროლისთვის გამოიყენება.

“მე მიკროჩიპების მსგავს მოწყობილობებთან არასოდეს მქონია კავშირი”, – ამბობს მილიარდერი “ბიზნეს ინსაიდერთან” და აცხადებს, რომ თეორიები იმდენად სულელური და არარეალისტურია, რომ მათი უარყოფაც კი რთულია.

როგორც გამოცემა წერს, ბილ გეიტსი წლების მანძილზე საუბრობდა პანდემიების სასიშროებაზე და მსოფლიო ლიდერებს რეაგირებისკენ მოუწოდებდა. მან 2015 წელს, Ted Talk-ის პლატფორმაზე ისაუბრა იმ პოტენციურ საფრთხეებსა და კატასტროფულ შედეგებზე, რაც მსოფლიოს შეიძლება მოუტანოს პანდემიებმა.

გეიტსების ოჯახმა კორონავირუსთან საბრძოლელად და ვაქცინის შესაქმნელად 300 მილიონი აშშ დოლარი გაიღო, რის შემდეგაც გარკვეულმა ჯგუფებმა დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს, თითქოს ბილ გეიტსი თავად იდგა ვირუსის გავრცელების უკან:

“კარგია იმის ცოდნა, რომელ ბავშვს აქვს გაკეთებული წითლეა-წითურა-ყბაყურის ვაქცინა და რომელს არა, ამისთვის საჭირო სისტემები არსებობს, როგორიცაა ჯანმრთლეობის ისტორიის შესახებ ჩანაწერები, რომელიც ეხმარება მედიკოსებს მოახდინონ მათი იდენტიფიცირება, თუმცა მიკროჩიპებს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს” ,- ამბობს გეიტსი.

მისი თქმით, გეიტსების ფონდს ფულს მოძიება უნდა ვაქცინების შესაძენად და ამიტომაც აიმაღლეს ხმა, როცა პანდემიის რისკი დაინახეს.

მიუხედავად ამისა, ბილ გეიტსის შესახებ კონსპირაციული თეორიები სოციალურ ქსელებსა და ტელეეთერებში ვრცელდება. მხოლოდ მარტსა და აპრილში მსგავსი დეზინფორმაცია 1.2 მილიონჯერ გახმიანდა “ნიუ იორკ ტაიმსის” მიხედვით.

“იაჰუს” მიერ ჩატარებული კვლევით კი, აშშ-ის მოსახლეობის 28 პროცენტს მსგავსი თეორიების სჯერა.

ბილ გეიტსი აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის მოწინაღმდეგეებმა შეიძლება ხელი შეუშალონ ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის შექმნას იმ შემთხვევაში, თუ ახალი კორონავირუსის ვაქცინის შემუშავება მოხდება.

მილიარდერი აღნიშნავს, რომ როცა ვაქცინა შეიქმნება, პირველ რიგში, იმ ქვეყნებში უნდა გავრცელდეს, რომელთა ჯანდაცვის სისტემა და სოციალური დისტანცირების შესაძლებლობა სუსტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი