ახალი ამბები

„ტექნოლოგიებმა შეიძლება, სამუშაო კვირა 3 დღემდე შეამციროს“ – ბილ გეიტსი

24 ნოემბერი, 2023 • 1052
„ტექნოლოგიებმა შეიძლება, სამუშაო კვირა 3 დღემდე შეამციროს“ – ბილ გეიტსი

ტექნოლოგიური გიგანტის, „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეიტსი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიების წყალობით ადამიანებს შეიძლება, ნაკლები მუშაობა დასჭირდეთ.

„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, ტრევორ ნოასთან გამართულ პოდკასტში წამყვანმა გეიტსს ჰკითხა, ხომ არ ემუქრება ხელოვნური ინტელექტის განვითარება და სულ უფრო ხშირი გამოყენება სამუშაო ადგილებს.

გეიტსმა უპასუხა, რომ ტექნოლოგიები ადამიანებს ვერ ჩაანაცვლებს, უფრო პირიქით, ცხოვრებას გაუმარტივებს – დადგება დღე, როცა ადამიანებს შეეძლებათ, ნაკლები იმუშაონ.

გეიტსის პროგნოზით, ტექნოლოგიების წყალობით სამუშაო კვირა შეიძლება, სამ დღემდეც შემცირდეს, რაც „სავარაუდოდ კარგია“ – ადამიანებს აღარ მოუწევთ კვირაში ხუთი ან მეტი დღით მუშაობა თავის გასატანად. ამავე დროს, ტექნოლოგიები ადამიანების საყოფაცხოვრებო საქმეების უფრო დიდ ნაწილსაც გადაიბარებენ.

ამავე დროს, როგორც გეიტსი აღნიშნავს, პოზიტიურთან ცვლილებებთან ერთად, ხელოვნურ ინტელექტს ზიანის მოტანა შეუძლია არასწორად ან ბოროტად გამოყენების შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი