ახალი ამბები

ქვეყნებს, რომლებიც ჩაიკეტებიან, 6-10 კვირაში ნაკლები შემთხვევები ექნებათ — ბილ გეიტსი

23 მარტი, 2020 • 1463
ქვეყნებს, რომლებიც ჩაიკეტებიან, 6-10 კვირაში ნაკლები შემთხვევები ექნებათ — ბილ გეიტსი

Microsoft-ის თანადამფუძნებელმა, მილიარდერმა ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ქვეყნები, რომლებიც „ჩაიკეტებიან“ და ტესტირებას კარგად გაუმკლავდებიან, საზღვრების გახსნას 6-10 კვირის შემდეგ შეძლებენ. ინფორმაცის ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გეიტსმა კითხვებს ონლაინ ფორუმზე — Reddit, უპასუხა.

გეიტსს ჰკითხეს, თუ რამდენი ხანი გაგრძელდებოდა „ეს“, რაზეც გეიტსმა ასეთი პასუხი გასცა: „თუ ქვეყანა კარგად გაართმევს თავს [კორონავირუსზე] ტესტირებას და „ჩაიკეტება“, 6-10 კვირის განმავლობაში ექნება ძალიან ცოტა შემთხვევა და მოახერხებს „გახსნას“.

გარდა ამისა, გეიტსის თქმით, დარდობს კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ ეფექტებზე და მის გავლენას განვითარებად ქვეყნებზე — „ვდარდობ ეკონომიკურ ზარალზე, მაგრამ უფრო უარესი იქნება გავლენა განვითარებად ქვეყნებზე, რომლებსაც არ შეუძლიათ სოციალური დისტანცირება მდიდარი ქვეყნების მსგავსად, ან ვისი საავადმყოფოების შესაძლებლობებიც უფრო სუსტია“.

გეიტსი აგრეთვე მიიჩნევს, რომ ახლანდელი სიტუაციის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო — „ახლანდელ ფაზაში მდიდარ ქვეყნებში უამრავი შემთხვევაა. სწორი ნაბიჯებით — ტესტირებით და სოციალური დისტანცირებით (რასაც მე „ჩაკეტვას“ ვუწოდებ) 2-3 თვის განმავლობაში მდიდარ ქვეყნებს ინფექციის მაღალი გავრცელების თავიდან აცილება შეეძლოთ“.


კორონავირუსით მსოფლიოში დაავადებული იყო 339,645 ადამიანი, გარდაიცვალა 14,717, გამოჯანმრთელდა 98, 840.

საქართველოში — დაავადებულია 54, გამოჯანმრთელდა 5.

მასალების გადაბეჭდვის წესი