ახალი ამბები

WHO სინოფარმსა და სინოვაკზე დასკვნას მომდევნო კვირაში გამოაქვეყნებს

30 აპრილი, 2021 •
WHO სინოფარმსა და სინოვაკზე დასკვნას მომდევნო კვირაში გამოაქვეყნებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჩინეთში წარმოებულ ორ ვაქცინაზე, სინოფარმსა და სინოვაკზე, ასევე ამერიკულ მოდერნაზე, საკუთარ დასკვნას მომდევნო კვირის განმავლობაში გაასაჯაროებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის ასისტენტმა მედიკამენტებისა და ვაქცინების დარგში, მარიანჯელა სიმაომ განაცხადა დღეს გამართულ მედიაბრიფინგზე.

“მომდევნო კვირის დასაწყისში ან კვირის ბოლოს ჩვენ გამოვავქეყნებთ საბოლოო შეფასებას”, – განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა.

საუბარია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისთცის WHO-ს ავტორიზაციის მინიჭებაზე საგანგებო მიზნებისთვის. ეს ავტორიზაცია სიგნალია WHO-ს წევრი ქვეყნებისთვის, რომ ვაქცინა ეფექტიანი და უსაფრთხოა. ამ დროისთვის WHO-ს შესაბამისი ავტორიზაცია მხოლოდ სამ ვაქცინას აქვს: ფაიზერს, ასტრაზენეკას და ჯონსონ & ჯონსონს.

ჩინეთში წარმოებული ორი ვაქცინის ავტორიზაციის საკითხი განსკაუთრებით საინტერესოა საქართველოსთვის, რადგან ამ დროისთვის ქვეყანაში არსებული ერთადერთი ვაქცინებია, რომლის შეთავაზებაც მთავრობას 55 წელს ქვემოთ მოქალაქეებისთვის შეუძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი