ახალი ამბები

ნიკა მელიას საქმის განხილვა გადაიდო

29 აპრილი, 2021 •
ნიკა მელიას საქმის განხილვა გადაიდო

თბილსისი საქალაქო სასამართლოში 12 მაისისთვის გადაიდო ნიკა მელიას სასამართლო საქმის განხილვა. დღეს, 29 აპრილს დაგეგმილ პროცესზე, სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით დაცვის მხარე უნდა წარმდგარიყო.

პროცესის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა იმ არგუმენტით, რომ საქმე პოლიტიკურ დონეზე წყდება, ინიცირებულია კანონპროექტები ამნისტიის შესახებ და დანიშნული სასამართლო პროცესი თავის მოტყუებაა.

“გთხოვთ, პროცესი ისეთი ვადით გადადოთ, სანამ უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში, სადაც წყდება ეს საქმე, საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თუ თავის მოტყუება გინდათ, ყოველდღე შეგილიათ ჩანიშნოთ პროცესი”, — მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დაცვის მხარის არგუმენტი არ გაიზიარა, თუმცა, ვინაიდან ადვოკატები შესავალ სიტყვას არ წარმოთქვამდნენ, შემდეგ კი მტკიცებულებების განხილვის ეტაპი იწყებოდა, სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩახნაშვილის თქმით, მომავალი ორი თვის განმავლობაში ნიკა მელიას პროცესი ინტენსიურად, კვირაში ორჯერ გაიმართება შემდეგი გრაფიკით:

  • 13 მაისი, 12 საათი;
  • 21 მაისი ,11 საათი;
  • 25 მაისი, 15:00 საათი;
  • 27 მაისი, 12:00 საათი.

მასალების გადაბეჭდვის წესი