ახალი ამბები

შეგვიძლია თუ არა, “კომენდანტის საათი” გადავწიოთ ან გავაუქმოთ? — კაჭარავა ტიკარაძეს

28 აპრილი, 2021 • 3119
შეგვიძლია თუ არა, “კომენდანტის საათი” გადავწიოთ ან გავაუქმოთ? — კაჭარავა ტიკარაძეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ჰკითხა, რამდენად ეფექტურად მუშაობს “კომენდანტის საათი”.

“შეგვიძლია თუ არა, გადავწიოთ ან საერთოდ გავაუქმოთ “კომენდანტის საათი” გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა გადაადგილდება სამოქალაქო ტრანსპორტით და იმ დროს, როცა “კომენდანტის საათი” იწყება, მოსახლეობის ურავლესობა ერთდროულად ხვდება სამოქალაქო ტრანსპორტში, იქმნება მობილობის დიდი დონე, რაც დაავადების ძალიან დიდ რისკებს ქმნის“, — მიმართა დეპუტატმა ჯანდაცვის მინისტრს.

ზუსტად ხუთი თვეა საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს. საღამოს 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ მოუხსნია.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/342278/

მასალების გადაბეჭდვის წესი