ახალი ამბები

დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს

21 სექტემბერი, 2021 • 1214
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს

დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

როგორც რაგბის კავშირი აცხადებს, საქართველოს რაგბის კავშირის ახლადარჩეული გამგეობა მუშაობას შეუდგა და პირველი სხდომა „თბილისი მარიოტში“ 21 სექტემბერს გაიმართა. სხდომის მთავარ საკითხს გამგეობის თავმჯდომარის არჩევა წარმოადგენდა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, გამგეობის თავმჯდომარის პოსტზე ვეტერანი ბორჯღალოსანის, ცენტურიონი დავით კაჭარავას კანდიდატურა წარადგინა, რომლის ანგარიშზე ყველაზე მეტი – 121 სანაკრებო კეპია და მას ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

“ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა. ჩემი შრომით აუცილებლად გავამართლებ ამ ნდობას და დარწმუნებული ვარ, წარმატებით წარვუძღვები ამ საქმეს. რაგბის კავშირში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, პასუხისმგებლობა რამდენჯერმეა გაზრდილი და ვალდებულნი ვართ საქმე ძალიან კარგად და გამჭვირვალედ წარვმართოთ“ – განაცხადა დავით კაჭარავამ

კაჭარავა ამბობს, რომ გამგეობის ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ რაგბისთვის სასიკეთოდ იქნება მიღებული:

„ჩემთვის მნიშვნელოვანია იდეა და ფასეულობა, რის გარშემოც გამგეობა შეიკრა. ეს ფასეულობაა რაგბი და მისი განვითარებისთვის ხელშეწყობა. გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა პიროვნებების, ან რეგიონების მიხედვით, არამედ იმისათვის, რომ ის უკეთესი იქნება რაგბისთვის. რაგბი მხოლოდ მორაგბეების კი არა, გულშემატკივრების, მთელი ქვეყნისაა და ვეცდებით ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში გატარებული იყოს მათი ინტერესები“.

ვრცლად რაგბის კავშირში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ წაიკითხეთ:

რა ხდება რაგბის კავშირში და რა კავშირშია ივანიშვილი – მარტივად ახსნილი

მასალების გადაბეჭდვის წესი