ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრი ბექა ლილუაშვილი ადასტურებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავას არჩევისას გახარიას თანაგუნდელმა დეპუტატებმა ხმა წინააღმდეგ მისცეს.
ლილუაშვილის თქმით, გაუგებარია ის მიზეზები, რაც არჩილ თალაკვაძის გადადგომისისას დასახელდა.
როგორც ის ამბობს, თუ მსგავსი ცვლილებებისას ისეთი მკაფიო პოზიცია არ დაფიქსირდა, რიგორიც მაგალითად, ხმის წინაააღმდეგ მიცემაა, ქვეყანა ვერასდროს წინ ვერ წავა.
“საპარლამენტო ინსტიტუტში, როდესაც მმართველი ძალა ყოველმხრივ გაუგებარი მიზეზის გამო ცვლის პარლამენტის თავმჯდომარეს და თავისი პარტიის წევრებსაც ამ ინფორმაციას ბოლო წუთამდე არ უმხელს, ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი რამ”, – განაცხადა ლილუაშვილმა
კითხვაზე, მოითხოვენ თუ არა გახარიას თანაგუნდელები ოპოზიციის კვოტით საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობას, რასაც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ითვალისწინებს, ლილუაშვილი გვპასუხობს:
“აუცილებლად ჩავერთვებით ამ პროცესებში, ვნახოთ, უბრალოდ, ეს პროცესები როგორ წარიმართება”, – განაცხადა ლილუაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ შალვა პაპუაშვილის აზრით, პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავას არჩევის წინააღმდეგ ხმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდმა მისცა. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავა 86 ხმით, 6-ის წინააღმდეგ აირჩიეს. პარლამენტის თაჯმდომარე ფარული კენჭისყრით აირჩევა, თუმცა კუჭავას კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ ორი ოპოზიციური ჯგუფის – “მოქალაქეების” და “ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენლებმა ღიად განაცხადეს.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ამის გამო დაფიქრდება, დაუჭიროს თუ არა მხარი გახარიას გუნდს, თუ ეს უკანასკნელი შარლ მიშელის დოკუმენტით ოპოზიციისთვის განკუთვნილ საკომიტეტო კვოტას მოითხოვს.
პაპუაშვილი ვარაუდობს, რომ კუჭავას წინააღმდეგ ხმა გახარიას გუნდმა მისცა
