ახალი ამბები

“მელიას თანხმობა გირაოზე, უკან დახევაა… არაკაცური საქციელია” — კობახიძე

27 აპრილი, 2021 • 1219
“მელიას თანხმობა გირაოზე, უკან დახევაა… არაკაცური საქციელია” — კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ ევროკავშირის გირაოზე ახლა დათანმხება უკან დახევაა.

კობახიძის თქმით, გირაო ამნისტიის ალტერნატივა არაა და 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიას მაინც მიიღებენ.

“ერთი მხრივ, გირაოს გადახდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გირაო იყოს გადახდილი და მან აღიაროს, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მაგრამ გირაო რომც მიიღოს მელიამ, ის გამოვა წინასწარი პატიმრობიდან, მაგრამ თუ დადგება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი. ის შებრუნდება ციხეში, ამიტომ ამნისტიის ალტერნატივა გირაო არ არის.

როდესაც მელია ამბობს, რომ ის მზადაა, უკვე გირაო აღიაროს და გამოვიდეს, ოღონდ ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს თავისთავად კარგია იმიტომ, რომ ეს არის უკან დახევა. მაგრამ მას მინდა ვუთხრა, რომ ეს არ არის კაცური საქციელი. როდესაც ის ამბობს, რომ გირაოს გადაიხდის და გამოვა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მისგან იყვნენ გაბრიყვებული და მხარს უჭერდნენ, უნდა შევიდნენ ციხეში, ეს არის არაკაცული საქციელი”, — განაცხადა კობახიძემ.

გაითხოვეთ ამნისტია და დავთანხმდები EU-ს შემოთავაზებულ გირაოს — მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი