ახალი ამბები

ინდონეზიაში წყალქვეშა გემი ჩაიძრა, გარდაიცვალა 53 ადამიანი

25 აპრილი, 2021 • 962
ინდონეზიაში წყალქვეშა გემი ჩაიძრა, გარდაიცვალა 53 ადამიანი

ინდონეზიაში, წყალქვეშა გემი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, წყლის ფსკერზე სამ ნაწილად გაყოფილი იპოვეს. ეკიპაჟის ყველა წევრი გარდაიცვალა, სულ 53 ადამიანი.

BBC-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ჩაძირვის მიზეზი. წყალქვეშა ნავი კუნძულ ბალისთან ახლოს იპოვეს.

ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის პრესკონფერენცია. 25 აპრილი, 2021 წელი. ფოტო: EPA

ინდონეზიის ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ ეკიპაჟის წევრების გადარჩენის შანსი არ არსებობდა. მათივე თქმით, ეკიპაჟს გემზე მხოლოდ 72 საათის სამყოფი ჟანგბადი ჰქონდათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი