ახალი ამბები

272 ადამიანი დაიღუპა ხანგრძლივი სამუშაოსგან და დაღლილობისგან ინდონეზიის არჩევნებზე

29 აპრილი, 2019 • 1421
272 ადამიანი დაიღუპა ხანგრძლივი სამუშაოსგან და დაღლილობისგან ინდონეზიის არჩევნებზე

ინდონეზიაში ბოლო ორ კვირაში ხანგრძლივი სამუშაოსგან და დაღლილობისგან 270-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა; ისინი ინდონეზიის ისტორიაში ყველაზე დიდ არჩევნებზე ხმის დამთვლელად მუშაობდნენ, — იუწყება სხვადასხვა გამოცემა ინდონეზიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერზე დაყრდნობით.

17 აპრილს გამართულ არჩევნებში 260 მილიონი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული; თანხის დაზოგვის მიზნით, იმ დღეს საპრეზიდენტო, ეროვნული და რეგიონული საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად ჩატარდა.

არჩევნები მეტწილად მშვიდობიანი იყო, ამომრჩეველთა 80%-მა მისცა ხმა. მათ ხუთ ბიულეტენზე უწევდათ ხმის მიცემა. გახსნილი იყო 800 000 საარჩევნო უბანი. საარჩევნო კომისიების წევრებს მთელი დღის განმავლობაში უწევდათ მილიონობით ხმის დათვლა.

28 აპრილისთვის, საარჩევნო კომისიების 272 წევრი იყო დაღუპული; 1 878 კი ავადმყოფობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი