ახალი ამბები

10 ბავშვი იმყოფებოდა გაუჩინარებული ინდონეზიური თვითმფრინავის ბორტზე – Reuters

9 იანვარი, 2021 • 1051
10 ბავშვი იმყოფებოდა გაუჩინარებული ინდონეზიური თვითმფრინავის ბორტზე – Reuters

ინდონეზიაში რადარებიდან გაუჩინარებული თვითმფრინავის ბორტზე (ბოინგი 737-500) 56 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის, 10 – ბავშვი. ინფორმაციას ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს. 

უკვე რამდენიმე საათია, რაც ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავი ჯაკარტადან ინდონეზიის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა.

გამოცემა სამაშველო სააგენტოს წარმომადგენელზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჯაკარტასთან ახლოს, წყალში მაშველებმა ნამსხვრევები იპოვეს. თუმცა, ჯერ დადასტურებული არ არის, რომ აღმოჩენილი ნამსხვრევები ბოინგი 737-500-ს იპოვეს.

ოფიციალური განცხადებების თანახმად, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი