„რიონის ხეობის მცველი“ და აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი დღეს 25 აპრილს დაპირისპირების დროს ჭყონდიდის ეპარქიაში ჩავიდა.
ჟურნალისტებთან საუბარში გოლეთიანმა თქვა, რომ არავის მხარეს არ იჭერს და ეპარქიაში მშვიდობის მომხრეა.
„ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს განვითარებულ მოვლენებს, ეპარქიაში რაც ხდება. ვწუხვართ ამ ყველაფრის გამო და ჩამოვედით, რათა ეპარქიაში მშვიდობიანად ცხოვრებას დავუჭიროთ მხარი.
მხარეებად არ ვყოფთ, უბრალოდ ვხედავთ, რომ საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს თვალს ადევნებს ღელავს. ჩვენ მხარეებად არ ვყოფთ არავის, ზოგადად გვინდა მშვიდობიანად მოგვარდეს ეს პროცესი,“ – ამბობს ის ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას.
გარეკანი ფოტო: ბერდია კალანდია/თაიმერი
ჭყონდიდის ეპარქიაში დილიდან დაძაბულობაა. სალხინოს ეკლესიასთან პერიოდულად მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურადაც უპირისპირდებიან.
დღეს, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, აქ წირვა უნდა აღავლინონ.
ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ განდევნილი მღვდლების მრევლი და მხარდამჭერები მივიდნენ. ტაძართან მყოფი სასულიერო პირები და მოქალაქეები ასევე ამბობენ, რომ დაძაბულობა ადგილობრივი ბიზნესმენის – კლიმენტი კეკუტიას გამოჩენამაც გამოიწვია.
ნახეთ ასევე:
მარტვილის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ