ახალი ამბები

ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვისზეც აღიძრა, ან შეიძლება აღიძრას საქმე – კობახიძე

22 აპრილი, 2021 •
ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვისზეც აღიძრა, ან შეიძლება აღიძრას საქმე – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვისთან დაკავშირებითაც აღიძრა, ან შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ამის შესახებ მან “იმედს” განუცხადა.

მისი მტკიცებით, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს ყველაზე მძიმე დანაშაული ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჩაიდინა. მისი თქმით, ამნისტიაზე თანხმობით “ოცნებამ” პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომ მელიას დანაშაული აპატიოს და ახლა მისი გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა.

“ჩვენ, პირველ რიგში, ვხელმძღვანელობთ თვითონ დოკუმენტის ტექსტით და არამარტო ტექსტით, შინაარსზე იყო გაკეთებული განმარტებები ელჩების მხრიდან და დანიელსონის მხრიდან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ამნისტიის შესახებ კანონზე. შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვინც არის დაკავშირებული ამ მოვლენებთან [20 ივნისის], ვისთან დაკავშირებითაც აღიძრა, ან შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე[…]

რაც შეეხება ნიკანორ მელიას, ყველაზე მძიმე დანაშაული 20 ივნისის ღამეს სწორედ მას აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე, თუ ამნისტია შეეხება ნიკანორ მელიას, ბუნებრივია, უნდა შეეხოს ვინმეს სხვასაც, ვისაც შეიძლება რაიმე დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი იმ ღამეს”, — განაცხადა კობახიძემ.

“გადაშლილი ფურცელი”, თუ “პატიება საკუთარი თავისთვის” – რას ნიშნავს 20 ივნისის ამნისტია

მასალების გადაბეჭდვის წესი