ახალი ამბები

კიევიდან თბილისის მიმართულებით ახალი, იაფი ავიაკომპანია იფრენს — ავიაციის სააგენტო

21 აპრილი, 2021 • 1031
კიევიდან თბილისის მიმართულებით ახალი, იაფი ავიაკომპანია იფრენს — ავიაციის სააგენტო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში უკრაინული იაფი ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს შემოსვლას. მათივე განცხადებით, ფრენების ნებართვის მიღების მიზნით კომპანიამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 15 აპრილს მიმართა. 

“ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, უკრაინული ავიაგადამზიდველი კიევი – თბილისი – კიევის საჰაერო ხაზზე ფრენების შესრულებას მიმდინარე წლის 30 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გეგმავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, რათა განხორციელდეს უკრაინული ავიაკომპანიის დაშვება საქართველოს ავიაბაზარზე და შესაბამისი ნებართვის მინიჭება”, — აცხადებენ სააგენტოში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი