ახალი ამბები

მიტროპოლიტ სტეფანეს სალხინოს მონასტრის ტაძარში არ უშვებენ

21 აპრილი, 2021 •
მიტროპოლიტ სტეფანეს სალხინოს მონასტრის ტაძარში არ უშვებენ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს მონასტერში.

ადგილზე ჩასულ მიტროპოლიტ სტეფანეს და მის გარემოცვას დაუპირისპირდნენ მის მიერ დასჯილი სასულიერო პირები. თაიმერის მიერ გავრცლებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სალხინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი დანიელი ტაძარში არ უშვებს მიტროპოლიტ სტეფანეს, რომელიც იქ ლიტურგიის აღსრულებას აპირებდა.

მიტროპოლიტთან დაპირისპირებული სასულიერო პირები მისგან ითხოვენ დაამტკიცოს ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ პეტრეს მიმართ გახმიანებული ბრალდება, რომ ამ უკანასკნელს შვილი ჰყავს, რისი უფლებაც ბერს არ აქვს.

4 აპრილს მიტროპოლიტმა სტეფანემ „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისათვის“ სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი) და ჩამოართვა არქიმანდრიტის წოდება. ასევე მღვდელმსახურება აუკრძალა 4 სასულიერო პირს – იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელ მირიან მესხაძეს, მღვდელ-მონაზონ ლუკას (იბრაგიმოვი), დიაკონ ანანია კალანდიას.

ეპარქიაში ბოლო პერიოდში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ამავე თემაზე გირჩევთ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/339122/?fbclid=IwAR1Z1cym-pwhLsBWiCPoJ-0aT91MIuFCT5ydeQPupdb-Qm5SUTT9NgQhoJw

მასალების გადაბეჭდვის წესი