ახალი ამბები

ზესტაფონში “ოცნებამ” “ოპოზიციასთან ურთიერთობის გამო” წევრები გარიცხა

20 აპრილი, 2021 •
ზესტაფონში “ოცნებამ” “ოპოზიციასთან ურთიერთობის გამო” წევრები გარიცხა

“ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონის საოლქო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ფარული ურთიერთობების გამო პარტიიდან რამდენიმე წევრი გარიცხა.

“ყოველგვარი უზუსტობისა და შესაძლო პოლიტიკური სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად, ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის, მმართველი პარტიის ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც ბიუროს სრული შემადგენლობა ესწრებოდა, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ფარული, პარტიის ხელმძღვანელობისათვის კატეგორიულად მიუღებელი ურთიერთობის გამო, ერთხმად გადაწყდა მაია კახნიაშვილის, ლევან ჭანტურიძისა და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრის პარტიიდან გარიცხვა”, – აცხადებს “ქართული ოცნების” ზესტაფონის საოლქო ორგანიზაცია.

განცხახდების თანახმად, 2021 წლის 17 აპრილის შემდეგ, ეს ადამიანები პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრები აღარ არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი