ახალი ამბები

გაბუნია: “სინოფარმით” ვაქცინაციას მაისში დავიწყებთ

16 აპრილი, 2021 •
გაბუნია: “სინოფარმით” ვაქცინაციას მაისში დავიწყებთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინური წარმოების “სინოფარმის” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის იმუნიზაცია მაისის პირველ რიცხვებში დაიწყება.

მინისტრის მოადიგლის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნული ვაქცინის ავტორიზაციაზე აპრილის ბოლომდე უნდა იმსჯელოს, თუმცა აღნიშნავს, რომ პრეპარატი აღიარებულია 35 ქვეყანაში და დღევანდელი ეპიდემიური სიტუაცია, “ასტრაზენეკას” ვაქცინაზე ასაკობრივ შეზღუდვაზე დაწესებასთან ერთად ,აყენებს აუცილებლობას, რომ ვაქცინის აღიარება თუ არ მოხდება აპრილის ბოლომდე, იმუნიზაციის პროცესი არ უნდა შეფერხდეს:

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვის ბოლომდე განიხილავს “სინოფარმის” ავტორიზაციის საკითხს. თუმცა დღევანდელი მდგომაროებით, 35 ქვეყანაშია აღიარებული და 200 მილიონამდე დოზაა გაცემული.

დღევანდელი ეპიდემიური სიტუაცია და ის, რომ “ასტრაზენეკათი” იმუნიზაცია მხოლოდ 55 წელს ზემოთ გვაქვს, ცალსახად აყენებს იმის აუცილებლობას, რომ ვაქცინის სრული აღიარება თუ არ მოხდა აპრილის ბოლოს, ამან კიდევ არ უნდა შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი. ვაქცინის ადმინისტრირება ქვეყანაში დაიწყება მაისის დასაწყისში” ,— ამბობს თამარ გაბუნია.

მისი თქმით, “სინოფარმის” ვაქცინასთან დაკავშირებით რეკომენდაციები ასაკობრივ შეზღუდვას არ მოიცავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ვაქცინა 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში მეტი ეფექტურობით გამოირჩევა. შესაბამისად, გაბუნია არ გამორიცხავს, რომ “სინოფარმით” იმუნიზაციას უპირატესობა დაბალ ასაკობრივ ჯგუფებში მიენიჭოს, განსხვავებით “ასტრაზენეკას” ვაქცინისგან, რომლითაც 55 წელს ზემოთ მოქალაქეები იცრებიან:

“სინოფარმთან დაკავშირებით დეტალური რეკომენდაციები ასაკობრივ შეზღუდვას არ მოიცავს. “სინოფარმის” ეფექტურობაზე მონცემები უფრო მდიდარია ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში. 60 წლის ზემოთ ასაკსი “სინოფარმის” ეფექტურობაზე მონაცემი შედარებით ნაკლებია.

გამომდინარე აქედან, შესაძლოა მიღბულ იქნას გადაწყვეტილება, 60 წლამდე ასაკში მეტად მიენიჭოს “სინოფარმს” უპირატესობა, განსხვავებით ასტრაზენეკასგან, რომელსაც 55 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვიყენებთ. ამაზე იმსჯელებს ტექნიკური ჯგუფი” ,— ამბობს გაბუნია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი