ახალი ამბებიტექნოლოგიები

მეცნიერებმა შექმნეს საღებავი, რომელიც ზედაპირის ტემპერატურას 4.5 გრადუსით ამცირებს

16 აპრილი, 2021 • 11435
მეცნიერებმა შექმნეს საღებავი, რომელიც ზედაპირის ტემპერატურას 4.5 გრადუსით ამცირებს

მკვლევრებმა შექმნეს მსოფლიოში ყველაზე თეთრი საღებავი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს შენობების გაგრილებას და ხელი შეუშალოს კლიმატურ კრიზისს.

საღებავი მზის სხივების 98%-ს აირეკლავს. როგორც The Guardian წერს, ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ ის ზედაპირებს 4.5 გრადუსით აგრილებს ძლიერ მზეშიც კი. მეცნიერების თქმით, საღებავი კომერციულად ხელმისაწვდომი შესაძლოა, ერთ-ორ წელიწადში გახდეს.

გამოცემა წერს, რომ სახურავების თეთრად შეღებვას შენობების გასაგრილებლად საუკუნეების განმავლობაში მიმართავდნენ და ახლა, როდესაც კლიმატის ცვლილება გლობალურ ტემპერატურას მაღლა წევს, აღნიშნულ ტექნიკას იყენებენ ისეთ დიდ ქალაქებშიც, როგორიცაა ნიუ-იორკი ამერიკაში და აჰმადაბადი ინდოეთში.

The Guardian აღნიშნავს, რომ ამჟამად წარმოებული თეთრი საღებავები შავ გადასახურ მასალებზე ბევრად ეფექტიანია, თუმცა მზის სხივების მხოლოდ 80-90%-ს ირეკლავს და შთანთქავს ულტრაიისფერ გამოსხივებას, რაც ნიშნავს, რომ ზედაპირს გაგრილება გარე ტემპერატურაზე დაბალ ნიშნულამდე ვერ ხერხდება. თუმცა ახალი საღებავი ამას ახერხებს და, შესაბამისად, ქმნის ნაკლებ საჭიროებას კონდიციონერის გამოყენებისთვის, რომელიც მუშაობისას გარემოში ნახშირჟანგს აფრქვევს:

“ჩვენს საღებავს შეუძლია დაგვეხმარობს გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში, რამდენადაც მას შეუძლია მზის სხივების მაქსიმალური რაოდენობის არეკლვა”, — ამბობს პროფესორი ხულიან რუანი.

მისი თქმით, თუ აღნიშნული საღებავით 93 კვადრატული მეტრის მოცულობის სახურავი შეიღებება,  10 კილოვატის მოცულობის ენერგიას დაზოგავს გაგრილების სისტემაზე, რაც უფრო მეტია, ვიდრე სახლების უმეტესობაში განთავსებული კონდიციონერების მოხმარებული ენერგია.

საღებავი შეიცავს ბარიუმის სულფატს და გარდა იმისა, რომ ის ეფექტიანია მზის სხივების არეკვლისთვის, მის მიერ არეკლილი ულტრაიისფერი გამოსხივება არ შეიწოვება ჰაერში, რაც ტემპერატურის შემცირებას უწყობს ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი