კუდ-ის ყოფილი უფროსის ძმას, ბიზნესმენ დავით კოდუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2021 წლის პირველ ივნისს დაინიშნა.
დავით კოდუა თბილისში ოჯახში ძალადობის მუხლით დააკავეს. პროკრუატურა კოდუას ედავება ცოლის და ქალიშვილის მიმართ ძალადობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას ითვალისწინებს.