ახალი ამბები

ძალადობა არ იყო, სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა — კოდუას ცოლი

12 აპრილი, 2021 • 3822
ძალადობა არ იყო, სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა — კოდუას ცოლი

ბიზნესმენ დავით კოდუას ცოლი ნათია გედევანიშვილი ამბობს, ქმარს მასზე ფიზიკურად არ უძალადია და პირველი ჩვენების შეცვლა სურს.

“მოხდა ოჯახური კონფლიქტი სახლში. ძალადობა არ იყო, სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. ფიზიკურად უბრალოდ ისე… დავფრინავდით, მე ავაყირავე მაგიდა”, — განუცხადა გედევანიშვილმა ჟურნალისტებს.

გედევანიშვილს თვალთან აღენიშნება დაზიანება, რომელზეც ჟურნალისტებს უთხრა, რომ სავარძელს მიარტყა.

“მე მინდა მიუკარებლობა. დაჭერა საერთოდ არ მინდა. 112-ში დავრეკე, რომ მოსულიყვნენ და გამოეწერათ ორდერი, რომ ცოტა ხანი ვყოფილიყავით ცალ-ცალკე”, – განაცხადა გედევანიშვილმა.

გედევანიშვილის თქმით, ის ითხოვს შემაკავებელ ორდერს როგორც მისი, ისე შვილების მიმართ.

ბიზნესმენი დავით კოდუა თბილისში ოჯახში ძალადობის მუხლით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას ითვალისწინებს.

დავით კოდუა ცოლ-შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი