ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

13 აპრილი, 2021 •
ირაკლი კობახიძე სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს, 13 აპრილს, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს ადგილობრივი დროით 15:00 საათზე შეხვდება.

მათივე ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას დაესწრებიან პარტიის საერთაშორისო მდივანი კახაბერ კუჭავა,  პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 აპრილამდე გაგრძელდება.  დელეგაცია შეხვედრებს გამართავს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე, ამერიკული Think Tank- ების ხელმძღვანელებთან.

სწორედ სენატორმა რიშმა ისაუბრა საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების წინაპირობის დაწესებაზე 23 მარტს სენატში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე.

ჯიმ რიში საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების წინაპირობის დაწესებაზე საუბრობს

მასალების გადაბეჭდვის წესი