ახალი ამბები

პოეტი ტარიელ ხარხელაური AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

13 აპრილი, 2021 •
პოეტი ტარიელ ხარხელაური AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

პოეტი ტარიელ ხარხელაური AstraZeneca-ს მიერ წარმოებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. პროცედურა ხაარხელაურმა ინფექციურ საავადმყოფოში ჩაიტარა.

როგორც ტარიელ ხარხელაურის “ფეისბუკ” გვერდზე ვკითხულობთ, ამით პირადი დამოკიდებულება გამოხატა ვაქცინაციის პროცესის მიმართ:

“დღეს ტარიელ ხარხელაური #AstraZeneca- ს ვაქცინით აიცრა. ამით ბატონ ტარიელს სურს პირადი დამოკიდებულება გამოხატოს ვაქცინაციის პროცესის მიმართ, რათა აცრის მეშვეობით დაიცვას სხვების სიცოცხლე. ვეცადოთ შევაჩეროთ ამ საშინელი ვირუსის გავრცელება.

მადლობა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს/Infectious Diseases and AIDS Center გამოჩენილი ყურადღებისთვის… მადლობა ყველას, ვინც ჩართულია ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას”, – ვკითხულობთ ტარიელ ხარხელაურის ფეისბუკ გვერდზე.

დღეს ტარიელ ხარხელაური #AstraZeneca- ს ვაქცინით აიცრა. ამით ბატონ ტარიელს სურს პირადი დამოკიდებულება გამოხატოს…

Posted by Tariel Kharkhelauri (ტარიელ ხარხელაური) on Tuesday, 13 April 2021

მასალების გადაბეჭდვის წესი