ვარლამ გოლეთიანის თქმით, რომელიც „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია და საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით გუმათიდან ქუთაისისკენ წავლენ.
„აქედან დავიძრათ ქუთაისის მიმართულებით და „ენკას“ მოვუწოდოთ, რომ ნუ გვაპირისპირებენ ჩვენივე მოქალაქეებთან. წავიდნენ, დატოვონ ხეობა. დავიძრათ აქედან, მშვიდობიანად შეძახილებით მოვუწოდოთ „ენკას“, რომ დატოვოს ხეობა. ყოველგვარი ქსენოფობიისა და ლანძღვა-გინების გარეშე შეგვიძლია გავაკეთოთ ეს ყველაფერი.
ნუ გავალთ კანონის ფარგლებიდან. დავიძრათ ქუთაისისკენ, ახლოს არის მათი სოფელი და შევძლებთ ხმის მიწოდებას“ ,- თქვა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე.
დღეს რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მორიგი აქციის დროს, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.აქციის მონაწილეებმა რიონის ხეობისკენს მიმავალი გზის გახსნა მოითხოვეს, რომელიც საპოლიციო ძალების მიერაა გადაკეტილი.
ხელებაწეულმა აქტივისტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, თუმცა საბოლოოდ გადაწყვტიეს, რომ ქუთაისისკენ მსვლელობით წასულიყვნენ.
ნახეთ ფოტოები:
აქტივისტებმა რიონის ხეობაში პოლიციელთა კორდონის გარღვევა სცადეს