ახალი ამბებირეკლამასაზოგადოება

როგორია პროფესიული განათლების რეალობა საქართველოში?

12 აპრილი, 2021 •
როგორია პროფესიული განათლების რეალობა საქართველოში?

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურსა და სპორტის სამინისტროს მიხედვით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, კოლეჯი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული მომზადების პროგრამები, პროფესიული გადამზადების პროგრამები და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები.

პროფესიულ პროგრამებზე განათლების მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის, IX კლასის დასრულების შემდეგ. ნებისმიერ ადამიანს, ეძლევა შესაძლებლობა სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას სოფლის მეურნეობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების  და სხვა მრავალი მიმართულებით.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პროფესიული განათლების სისტემა წლების განმავლობაში დავიწყებული იყო, ამ მიმართულებას, დიდი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო  სხვადასხვა მიმართულების სახელობოლო და სამეურნეო საგანმანათლებლო სასწავლებლების დაარსება. ის ადამიანები, ვინც ამ სასწავლებლებს ამთავრებდნენ, პროფესიონალის სახელით სარგებლობდნენ. თუმცა გასულ საუკუნეში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალასაბჭოთა კავშირში, პროფესიულტექნიკური სასწავლებლების რეპუტაცია ძალიან დაბალი იყო. რის გამოც, მათი მნიშვნელობა, უბრალოდ დაკნინდა.  

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების წყალობით, პროფესიული სასწავლებლებისადმი დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება. მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მიზანია 

პროფესიული განათლების სექტორის რეფორმირება და განვითარება. ამ რეფორმის ფარგლებში უკვე მრავალი ინიციატივა განხორციელდა, რომელიც საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ სისტემასთან აკავშირებს

იმ პროფესიების უმრავლესობა, რომლის შესწავლაც პროფესიულ სასწავლებელშია შესაძლებელი, ტრადიციულ ოსტატშეგირდობასთანაა დაკავშირებული და სათავეს, შორეულ წარსულში იღებსმევენახემეღვინე, მემცენარე, მელიორატორი, კალატოზიმებათქაშე, მღებავი, ზეინკალი, მძერწავი, თექის ხელოსანი, მემინანქრე, ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი, მშენებლობის მწარმოებელი, ფარმაცევტის თანაშემწე, სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორი, პარფიუმერული და კოსმეტიკური ნაწარმოების სპეციალისტი და მრავალი სხვა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი ქართული პროფესიული სასწავლებლები, მსურველებს თანამედროვე პროფესიების სრულ სპექტრს სთავაზობენ. 

პროფესიული სასწავლებლის სისტემის შინაარსობრივ რეფორმასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტები. უკანასკნელ წლებში, ჩატარდა საქართველოში არსებული სასწავლებლების რეაბილიტაცია და აშენდა ახალი სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც მთლიანად ერგება საერთაშორისო სტანდარტებს. 

ამ მხრივ, განსაკუთრებულია სამშენებლო კომპანია „დაგის“ მიერ განხორციელებული პროექტები. ბოლო წლების განმავლობაში, კომპანიის სახელს უკავშირდება ათამდე პროფესიული სასწავლებლის პროექტი – ხაშურის, მარნეულის, თბილისის პროფესიული სასწავლებლების მშენებლობა.

განათლება მარნეულში

პროფესიული სასწავლებელი – მოდუსი, მარნეული

ყველა მათგანი თანამედროვე სამშენებლო და სახანძრო უსაფრთხოების უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით, ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიებისა და მშენებლობისყველა წესისა და რეგულაციის დაცვით მიმდინარეობდა.

ამჟამად, მშენებლობის პროცესშია ბორჯომის, ხაშურისა და წყალტუბოს პროფესიული სასწავლებლები.

პროფესიული სასწავლებელი, ბორჯომი

პროფესიული სასწავლებელი, ბორჯომი

პროფესიული სასწავლებელი ხაშურში

პროფესიული სასწავლებელი, ხაშური

წყალტუბოს პროფესიული

პროფესიული სასწავლებელი, წყალტუბო

მუნიციპალიტეტებში პროფესიული კოლეჯების მშენებლობა და რეგიონების საჭიროებებზე მორგებული პროგრამების დანერგვა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს, რომ საკუთარ რეგიონში მიიღონ განათლება და დასაქმდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი