ახალი ამბები

ენგურში დაღუპულთა ხსოვნისთვის 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

9 აპრილი, 2021 •
ენგურში დაღუპულთა ხსოვნისთვის 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

მიმდინარე წლის წლის 7 აპრილს მდინარე ენგურში დაღუპული მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 10 აპრილის 00:00 საათიდან 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება. განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალში მცხოვრები 4 მოქალაქე 7 აპრილს მდინარე ენგურში იმ დროს დაიღუპა, როცა ისინი მდინარის გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობდნენ.

ენგურზე მომხდარი ტრაგედია კარანტინს უკავშირდება | რას ამბობენ გალელები და ექსპერტები

მასალების გადაბეჭდვის წესი