ახალი ამბები

“სინოფარმთან” დაკავშირებით დამატებით ვიმსჯელებთ – ტიკარაძე

7 აპრილი, 2021 • 1094
“სინოფარმთან” დაკავშირებით დამატებით ვიმსჯელებთ – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ჩინური წარმოების “სინოფარმის” ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღიათ საბოლოო გადაწყვეტილება. ამის შესახებ მან დღეს, 7 აპრილს, ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

“საბჭო შემდეგ კვირას დამატებით იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიდგომა გვექნება “სინოფარმთან”. ასე რომ, ჩვენი მიდგომა ამასთან დაკავშირებით არ შეცვლილა”, — განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველომ 3 აპრილს “სინოფარმის” 100 000 დოზა მიიღო. ეს დოზა დაახლოებით 50 ათასი ადამიანისთვისაა სამყოფი.  “სინოფარმის” ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს. თუმცა ტიკარაძე აცხადებდა, რომ ვაქცინის სანდოობაზე  მსოფლიოში კითხვები არ ისმის.

“უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის „სინოფარმი“ აღიარებული, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ვაქცინა დაშვებულიყო საქართველოს ბაზარზე. 40 მილიონ ადამიანზე მეტი არის აცრილი სინოფარმის ვაქცინით, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის და ავტორიზაციას ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან. გვაქვს ინტენსიური მიმოწერა, რის შედეგადაც, საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდის იქნება ჩინური ვაქცინით აცრა საქართველოში“, – აცხადებდა ტიკარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი