ახალი ამბები

გახდება თუ არა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია სავალდებულო – გაბუნიას პასუხი

6 აპრილი, 2021 • 1199
გახდება თუ არა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია სავალდებულო – გაბუნიას პასუხი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” აცხადებს, რომ ვაქცინაცია ამ დროისთვის ყველასთვის ნებაყოფლობითია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ვაქცინაციის საბჭომ საკითხი განიხილოს და გარკვეული დამატებითი სტიმული დაწესდეს ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთა იმუნიზაციისთვის.

გაბუნიას თქმით, ასეთი სტიმული შესაძლოა იყოს დამსაქმებლის მხრიდან გარკვეული მოთხოვნების დაყენება ვაქცინაციასთან დაკავშირებით:

“ჯერჯერობით ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ვაქციანცია არის ნებაყოფლობითი და, იქნება ეს ჯანდაცვის მუშაკი თუ ნებისმიერი სხვა პირი, ვაქცინას იკეთებს მისი გადაწყვეტილების საფუძველზე.

სამომავლოდ განიხილავს ამას კიდევ ვაქციანციის საბჭო. იმდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, რომ შესაძლოა გარკვეულად მეტი სტიმული, ან დამსაქმებლის მხრიდან გარკვეული მოთხოვნების დაყენება ვაქცინაციასთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ, მაგრამ დღეს ეს ვყელაფერი ხდება კეთილი ნების და პირის გადაწყვეტილების საფუძველზე”, – თქვა თამარ გაბუნიამ “რუსთავი 2-თან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი