ახალი ამბები

პრემიერთან კონტაქტის გამო პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადავიდა

6 აპრილი, 2021 •
პრემიერთან კონტაქტის გამო პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადავიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი თვითიზოლაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კონტაქტის გამო გადავიდა, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

“რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია. აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს”, — ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დღეს, 6 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი